„ექოვეივსი“ - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში

20.08.2019 01:01

ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩასატარებლად ემზადება. „ექოვეივსი“ პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები დაუკრავენ. ფესტივალის ტერიტორიაზე რვა სცენა განთავსდება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად, დამსვენებლებს ორგანიზატორები სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ.

ფესტივალის სამზადისს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად ანაკლიაში გაეცნო.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub