პროფესია ინტერიერის დიზაინერი - ღია ლექცია

11/07/2022
Smart Academy-ის მიერ

💫 4 ნოემბერს ჩატარდა ღია ლექცია: ,,პროფესია: ინტერიერის დიზაინერი''

🚀 ლექციაზე გაიგებ, რატომ არის ინტერიერის დიზაინერის პროფესია ასეთი მოთხოვნადი და რა არის აუცილებელი ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად

☀️ ლელი შევჩენკო მიმოიხილავს თავის კარიერულ მოგზაურობას და გვიამბობს როგორ გახდა ინტერიერის დიზაინერი

🟠 ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:
🔸 რატომ უნდა ჰქონდეს დამწყებ სპეციალისტს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა
🔸 დასაქმების რა შესაძლებლობები აქვთ ინტერიერის დიზაინერებს
🔸 რა არის ის უნარები და ინტერესები, რაც უნდა ჰქონდეს ინტერიერის დიზაინერს

🙋‍♀️ ვინ არის ლელი შევჩენკო?

🔹 ლელი შევჩენკო სტაბილურად თანამშრომლობს „ავერსი“-ს კლინიკების ქსელთან - არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად და სივრცის დაგეგმარების სპეციალისტად
🔹 მის პორტფოლიოში არის 30-მდე კლინიკის პროექტირება-დიზაინი მათ შორის: „დ. ერისთავის სახელობის ქირურგიიის ეროვნული ცენტრი“, ამავე ცენტრის სხივური თერაპიის, რადიოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტები, „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, ამავე კლინიკის პედიატრიული განყოფილება და სხვა
🔹 ლელი მუშაობდა ძველი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებზე (კონსერვაცია, არქიტექტურული პროექტები, კვლევების წარმოება) კომპანიაში „მეიდან ჯგუფი“: ქარვასლის კონსერვაციის პროექტი, სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო მეიდანზე და ა.შ;
🔹 ლელი თანამშრომლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“. მან დააპროექტა მედიათეკა - ბიბლიოთეკის შენობა და ინტერიერი, უნივერსიტეტის აუდიტორიების, ბიზნეს ფაკულტეტის, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტის სივრცეები;
🔹 ლელი შევჩენკოს ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის აქტიური გამოცდილება. მან შექმნა 300-ზე მეტი კერძო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და დიზაინი;
🔹 ლელის აქვს პედაგოგიკის გამოცდილება გრაფიკული პროგრამების სწავლებაში;
🔹 იგი არის თეატრის მხატვრობის ბაკალავრი და არქიტექტურის მაგისტრი;
🔹 ლელი შევჩენკო არის საკუთარი საპროექტოს დირექტორი და მთავარი აქრქიტექტორი -   / leli.shevchenko  

😍 კურსის შესახებ ინფორმაცია იხილე აქ:
https://smartacademy.ge/.../115-Archi...

ვიდეოები „Smart Academy"-ისგან