არჩილ ტატუნაშვილი - 39

02.04.2022 01:56

დღეს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. არჩილ ტატუნაშვილს 39 წელი შეუსრულდებოდა. თარიღს განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები. ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებთ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub