ტექინსპექტირების სტატისტიკა


2023 წელს ტექინსპექტირების ცენტრებში ავტომობილების მფლობელთა მიმართვიანობამ 12 % მდე იმატა - ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი შიოლაშვილის განმარტებით, აღნიშნულის ძირითადი განმაპირობებელი, განმეორებითი ჯარიმების გაზრდილი ოდენობა და გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის მექანიზმების ამოქმედებაა. რაც შეეხება ტექინსპექტირებისას დახარვეზებული ავტომობილების პროცენტულ მაჩვენებელს, ის 20-დან 25% მდე მერყეობს. ტექინსპექტირების ცენტრების მიერ არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღების თავიდან ასარიდებლად კი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილი იქნება ცენტრები მათი ეკიპაჟის წევრების დახმარებით შეამოწმოს, ჯარიმის ოდენობა კი დარღვევის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან