ჯეიმს აპატურაის განცხადება


საქართველოს ნატო-ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს ნატო-ში ინტერესს არ იწვევს, – ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გააკეთა.
მისივე თქმით, მას არ სჯერა, რომ მსგავსი იდეა დღეს არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, დროულია.

„მე ვნახე საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატო-ში ინტერესს, რომ ეს საკითხი განიხილოს. ასევე არ მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ეს იდეა დროული იყოს. ნატო-ში საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს ნატო-ში, და მეტ ნატო-ს საქართველოში, რაც მოიცავს მკაფიო და კონკრეტული იდეებს. ეს არის მართებული მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულადაც. ნატო-ს ატლანტიკური საბჭო სულ მალე იქნება საქართველოში, რათა განიხილოს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის განიხილება საქართველოს დახმარება იმ რეფორმებში, რომელიც დაეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში“, – წერს აპატურაი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან