რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
სირიის სამოქალაქო ომი რუსეთს და თურქეთს შორის ურთიერთობების უკიდურესად გამწვავების მიზეზი გახდა. რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმიის მიერ განხორციელებულ დაბომბვას, 33 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. საპასუხო ზომების ფარგლებში, თურქეთის არმიამ სირიის სახელისუფლებო ჯარის 309 ჯარისკაცი გაანეიტრალა, ასევე რამდენიმე ვერტმფრენი, ტანკი და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურა. იდლიბის პროვინციაში არსებული დაძაბულობის ფონზე, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეები უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. საბრძოლო მოქმედებების გამო, თურქეთმა მიგრანტებს ევროპისკენ გადაადგილების უფლება მისცა. საბერძნეთი სასაზღვრო პატრულს აძლიერებს, ბულგარეთი კი საზღვარზე 1000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველომ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში თურქეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულს შეხვდა, სადაც იდლიბში არსებული ვითარება განიხილეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთ-სირიის დაპირისპირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიბია - გეოპოლიტიკური კონკურენციის ახალი ეპიცენტრი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება /2030 (01.02.2016.)/
2030 Official
რვიანი - რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება
TV Pirveli
"ერთად ევროპისაკენ" 30.11.15 რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება
Georgian Public Radio
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებას განიხ...
Music Box
თურქეთ-სირიის დაპირისპირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster