ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატები, ბრალდების მხარის მიერ გადაცემულ საქმის მასალებს ეცნობიან. ეს არის მტკიცებულებები და მათი ჩამონათვალი იმის შესახებ, თუ რას ემყარება პროკურატურა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდებაზე. გამოძიება მას 220-ე მუხლით ედავება, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. თუმცა ბრალდებული, დაწყებულ სამართალწარმოებას, მის გასანეიტრალებლად დაწყებულ პოლიტიკურ დევნად აფასებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სხდომას, სასამართლოსთვის ბრალდების მხარეს ჯერ არ მიუმართავს და ვინაიდან ბრალდებული პირი პატიმრობაში არ იმყოფება, ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყება კონკრეტულ ვადებში შეზღუდული არ არის. შესაბამისად, სასამართლო სხდომის გამართვის თარიღი უცნობია. რაც შეეხება ბრალდებას, გამოძიება ამბობს, რომ გენერალური დირექტორად მუშაობის პერიოდში, გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი ორი“ 7 მილიონამდე თანხით აზარალა და კომპანია „ინტერმედიასგან“, რომელთანაც მისი ხელმოწერით გაფორმდა ხელშეკრულება, განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი თანხა და ეს თანხები მისი მეგობრების ამავე კომპანიაში გადაირიცხა.
გვარამია აბსურდულად მიიჩნევს ამ ბრალდებას. ის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს განმარტავს და ამბობს, რომ მან „ინტერმედიასგან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ტელევიზიის სასარგებლოდ 9 მილიონამდე თანხის გადახდა მოითხოვა, რაც შესრულდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.