დავით ნარმანიამ გულგულაში არსებული ნაგავსაყრელი დაათვალიერა
03/04/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
გულგულაში არსებული ნაგავსაყრელი დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, თელავის მუნიციპალური ნაგავსაყრელი მოწესრიგდა და გარემოს დაცვის ყველა სტანდარტს უკვე აკმაყოფილებს. მისივე თქმით, ამიერიდან მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოწვეული საფრთხეებისგან დაცული იქნებიან.
პოლიგონზე განთავსებულია თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც მოხდება შეტანილი ნარჩენების გადაფარვა, საიზოლაციო ფენის შემკვრივება ვიბროსატკეპნის მეშვეობით. პოლიგონზე ნარჩენების უსაფრთხო განთავსების მიზნით, ნაგანავსაყრელის ტერიტორია შემოიღობა და განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი და 60 ტონიანი სამანქანე სასწორი.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1eRYNTW