ილია დარჩიაშვილი პარლამენტში - მინისტრის მოხსენება და მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან

20.10.2022 07:54

რას აკეთებს ქვეყნის პირველი დიპლომატი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის აქტუალიზაციისთვის - ეს ილია დარჩიაშვილის მიმართ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა იყო. მზადება ნატოს 2023 წლის სამიტისთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივა, ომის ფონზე გაუარესებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა, ოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა - მინისტრის მოხსენება საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებას მოიცავდა. თუმცა, მთავრობის წევრს კითხვებთან ერთად ოპონენტების მწვავე კრიტიკის მოსმენაც მოუხდა. წარუმატებელი საგარეო პოლიტიკა, არასაკმარისი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე დუმილი, უკუსვლა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ეს ოპონენტების ძირითადი პრეტენზიები იყო. პასუხად მინისტრმა ოპოზიციას უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის ქმედებების დასაგმობად საქართველოს თანაავტორობით მომზადებული საერთაშორისო რეზოლუციები და განცხადებები შეახსენა. ილია დარჩიაშვილმა ოპონენტები აგრესიულ რიტორიკაში დაადანაშაულა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ილია დარჩიაშვილის მოსმენა პარლამენტში
08:43

ილია დარჩიაშვილის მოსმენა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა საკანონმდებლო ორგანოში საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსმენა
03:47

დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა საკანონმდებლო ორგანოში საგარ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტში ინეტერპელაციის წესით ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს
06:07

პარლამენტში ინეტერპელაციის წესით ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს

TV IMEDI

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა პარლამენტში
59:40

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა პარლამენ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში
04:41

საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში

საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში

TV IMEDI

თავხედობის რა დონესთან გვაქვს საქმე?! ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობთ, თქვენ?! – „ოცნება“ ოპოზოციას
41:48

თავხედობის რა დონესთან გვაქვს საქმე?! ჩვენ სიმართლეს ვლაპარა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

აგვიხსენით, რას ნიშნავს ანტიდასავლური კამპანია, რასაც „ოცნება“ ეწევა?!-ოპოზიცია მინისტრს
01:05:10

აგვიხსენით, რას ნიშნავს ანტიდასავლური კამპანია, რასაც „ოცნებ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო