ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის 11-ე ანგარიში წარადგინა. ანგარიში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ ე.წ. კლანური მმართველობაა, რასაც ხელს უწყობს საბჭოს წევრების შერჩევის მოქმედი წესი. არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა გადაყვანა/დაწინაურების საკითხიც, ასევე კვლავ გამოწვევად რჩება, ე.წ. გავლენიანი ჯგუფის მიერ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობის კონტროლი და სასამართლო სისტემაში დანიშნული თავმჯდომარეები, რომლებიც საია-ს კვლევის მიხედვით, ე.წ. გავლენიანი ჯგუფის ინტერესებთან ახლოს მდგომი პირები არიან. ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ 2022 წლის განმავლობაში, სხდომების ორგანიზება საგანგაშოდ გაუარესდა. კერძოდ - ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით პერიოდში, საბჭოს სხდომა 31-ჯერ ჩაინიშნა, 11-ჯერ სხდომა ჩატარდა, ხოლო 20-ჯერ გადაიდო. ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც, დაფინანსებულია ნიდერლანდების საელჩოს მიერ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.