საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა
დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. თბილისის მასშტაბით, რიგით მეოთხე სერვისცენტრი ი. ჯავახიშვილის #51-ში მდებარეობს, აქ მოქალაქეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მოემსახურებიან. სერვისცენტრს დღეში 500-მდე მიმართვის მიღება შეუძლია. მომსახურების ოფისი შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე 09:30-დან 18:00 საათამდე იმუშავებს. "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის აღნიშნული ოფისი რიგით მეოთხეა. ეს არის გამტარიანობით ყველაზე დიდი ოფისი. ვფიქრობ, რომ ეს ბევრად მეტი კომფორტი იქნება თბილისის და ზოგადად საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ მიიღონ სამედიცინო სერვისები", - განაცხადა დავით სერგეენკომ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომსახურების ოფისში თანამშრომლები მოსახლეობას დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდიან პროექტით სარგებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარები პროგრამის ფარგლებში, კუთვნილი მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას (საგარანტიო წერილი)ახალ სერვის ცენტრში მიიღებენ. ამ დრომდე თბილისში 3 ოფისი ფუნქციონირებდა: 1. ბახტრიონის #11ბ 2. ბოჭორმის ქუჩა #8 3. ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტლის 1 კორპუსი.
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკ...
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაად...
00:45
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგ...
01:13
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტ...
02:07
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდ...
05:18
მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა
01:37
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით დასაქმე...
02:58
ვიზიტი ახმეტაში
მსგავსი ვიდეოები
ახალი სამედიცინო ცენტრი მცხეთაში.
Giorgi Kvirikashvili
კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის რეფორმა - ახალი ტარიფები კლინიკებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის პროგრამათან დაკავშირებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი რეგულაციები ჯანდაცვის სისტემაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის რეფორმის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი ამბები: 6 აგვისტო, 2014
Tabula ტაბულა
„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - პირველი აპრილი,...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster