15 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი „არტგენი“ დასრულდა
„არტ გენი“ - ფესტივალი, რომლის სცენიდანაც უამრავმა ახალბედა ანსამბლმა, ჯგუფმა თუ მუსიკოსმა გაიკვლია გზა, 15 წლისაა. ის საკუთარ მაყურებელს არამხოლოდ ნიჭიერი დებიუტანტების, არამედ ისეთი ლეგენდების კონცერტებზე დასწრების საშუალებას აძლევს, როგორებიც სუხიშვილები და ნიაზ დიასამიძე არიან. ფესტივალის დაწყების დღიდან, ყოველ წელს ნაციონალური ანსამბლი სუხიშვილები ახალი პროგრამითა და ქორეოგრაფით ანებივრებს არტგენის მაყურებელს, ექსპერიმენტალური ნამუშევრის სცენაზე წარდგენის შემდეგ კი ქორეოგერაფია უფრო იხვეწება, ვითარდება და როგორც საქართველოს ასევე სხვა დიდი ქვეყნების დარბაზებში უამრავ აპლოდისმენტებს იმსახურებს. ფესტივალის ბოლო დღეს კი ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ნიაზ დისამიძე წარსდგა მაყურებლის წინაშე, შემსრულებელი, რომლის რეპერტუარშიც პარტიორულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები უხვად მოიძებნება, „არტ გენის“ ერთ-ერთ დამფუძნებელია. როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, მომავალი წელი ბევრი სიურპრიზებით და საინტერესო კოლაბორაციებით იქნება სავსე. ბოლოს კი გეტყვით, რომ „არტ გენი“ 2004 წელს დაფუძნდა და ამ დროის განმავლობაში, ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით „არტ გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
1
ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბავშვო ევროვიზია 2022
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცოლები და ქმრები I სეზონი 2, სერია 23
GDS
ცოლები და ქმრები I სეზონი 2, სერია 27
GDS
ცოლები და ქმრები I სეზონი 2, სერია 16
GDS
ცოლები და ქმრები I სეზონი 1, სერია 1
GDS