1

ისტორიაში პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნას უმასპინძლებს. ქვეყანა მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადება. 27 სექტემბერს თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით დელეგაცია ესტუმრება. მოლოდინია, რომ 45-წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიების ჩატარება საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისგან მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის უფლება ქართულმა მხარემ ერთი წლის წინ ბულგარეთში მოიპოვა. პროგრამა კულტურულ ღონისძიებებს და თემატურ დისკუსიებს მოიცავს. დაგეგმილია ტურისტული ადგილების მონახულებაც.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: