ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა სებ-ის პრეზიდენტი და მისი მოადგილე შანტაჟში დაადანაშაულა. ეს განცხადება მხოლოდ წერილობითი ფორმით გავრცელდა. „კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია. შესაბამისად, არასწორია „შანტაჟად“ შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თიბისი ბანკის“ საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სამი მოწმე იკითხება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოწმეების დაკითხვა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნული ბანკის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალდებები „პროგრესბანკის“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ნამდვილად პოლიტ...
PalitraNews