19 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ალ. გრობოედოვის სახ. რუსულ დრამატულ თეატრში ფესტივალის ''ერთი ცის ქვეშ'' დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ფესტივალი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია ტარდება. ფოლკლორულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ფოლკლორული ანსამბლებმა. მსგავსი სახელწოდებით წელს უკვე გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფესტივალი კლასიკური მუსიკის მიმართულებით, სადაც მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო სკოლების ბავშვებმა.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის ''ეროვნული უმცირესობების კულტურის მხარდაჭერა'' ფარგლებში დაფინანსდა და ემსახურება ეროვნულ უმცირესობათა საერთო კულტურულ სივრცესთან ინტეგრაციას, ასევე მათი ტრადიციების შენარჩუნება - განვითარებას.
ფესტივალის დახურვას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრო.
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045