უწყება დაკითხვის თაობაზე
ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას სამართალდამცველების შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა. საქმე ეხება 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის მაშინ აიყვანეს, როდესაც იგი ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა. ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს ირაკლი ოქრუაშვილი. ის ამბობს, რომ გამოძიების შეკითხვებს პასუხებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გასცემს. გამოკითხვაზე მისვლა მოუწევთ კიდევ ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერსაც. ამ დროის ინფორმაციით, ნიკა მელია და გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებენ და, სავარაუდოდ, ისინიც მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას მოითხოვენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ადვოკატი „თიბისის“ საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკითხვის ოქმე...
Tv Kavkasia
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის ყოფილი მერის გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„იავნანას“ საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაინდრავა-გიგაურის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარდაცვლილი მოზარდის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თიბისი ბანკის“ საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster