მეწყრული პროცესები ცაგერის მუნიციპალიტეტში

24.02.2024 01:16

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე გადაადგილება ისევ შეზღუდულია. მიზეზი მეწყრული პროცესები გახდა. ჩამოშლილია ქვა-ღორღიანი მასა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ტვიშის თემს. გზის გაწმენდითი სამუშაოები, გეოლოგთა რეკომენდაციის შესაბამისად, უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ამასთან, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ტერასების მოწყობა. სტიქიის ზონაში არსებულ სიტუაციას, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: