ზუგდიდელი ველომოყვარულების ცხოვრება

02.09.2020 03:42

ზუგდიდის ცენტრალურ პარკში ხშირად ნახავთ ველოსიპედებით მოსეირნე ბავშვებს. სკეიტერების მსგავსად, ისინიც ერთი და იგივე ბეტონის ე.წ რამპებით, კედლებით სარგებლობენ. აქ სხვადასხვა მანევრის დემონსტრირება ხდება - ჩამოსრიალება, ჰაერში ბრუნები, საჭის ტრიალი..ეს ახალგაზრდები ველოკლუბის წევრები არიან, რომელიც პანდემიის პირობებში ნიკა ტყებუჩავამ და პეტრე მალანიამ ჩამოაყალიბეს. მართალია ამბობენ, რომ სკეიტპარკში მოწყობილი ინფრასტრუქტურა მათ საჭიროებებს არ პასუხობს, თუმცა ასე 25-მდე მოსწავლე ჰყავთ და თავის დროზე ინტერნეტში ნანახ, „დამუღამებულ“ მოძრაობებში ახლა მათ ავარჯიშებენ. #ლაივპრესი #ველოკლუბი # Facebook: https://www.facebook.com/livepressge/ Instagram: https://www.instagram.com/livepress.ge/ Web: https://www.livepress.ge/

გაზიარება: