ხერსონიდან რუსი სამხედროები უკან იხევენ, უკრაინელები კი პოზიციებს იკავებენ. ხერსონში ჩავიდნენ სამხრეთის სამხედრო ძალების მეთაურებიც, რომლებსაც ადგილობრივები დროშებით და შეძახილებით შეხვდნენ. ხერსონში უკვე აღდგენილია უკრაინის სამხედრო საოლქო ადმინისტრაცია და მუშაობს პოლიციაც. უსაფრთხოების მიზნით, ქალაქში დროებით მოქმედებს კომენდანტის საათი. უკრაინის რკინიგზაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში, ხერსონის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლაც აღდგება. პარალელურად უკრაინის სამხრეთ ნაწილში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ავიაციამ რუსი ჯარისკაცებისა და მათი ტექნიკის შეკრების ის ადგილები დაბომბა, საიდანაც უკრაინელების პოზიციებს ცეცხლს უხსნიდნენ. დარტყმების შედეგად სულ მცირე 40 ოკუპანტია დაღუპული. დღეს დილიდან კი, მთელი უკრაინის მასშტაბის საჰაერო შეტევის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკი ოლქებში 13 იერიში მოიგერიეს. რუსეთმა გასულ დღე-ღამეში 16 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმის განხორციელება მაინც მოახერხა, მათ შორის ზაპოროჟიერს, ჩერკასკის, ხარკოვის და დონეცკის ოლქებში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ ღამით დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი, სადაც 40 ჭურვი ჩამოვარდა. დაიჭრა ორი ქალი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.