ბათუმში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა


ბათუმში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა.

ნაძვის ხე წელს იმ სპორტსმენებმა აანთეს, რომლებმაც წარმატებული სეზონი ჩაატარეს და ქალაქი საერთაშორისო დონეზე ასახელეს.

ევროპის მოედანი დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით საახალწლო ღონისძიებებს უმასპინძლებს.

მთავარი ღონისძიება 31 დეკემბერს იქნება, გალა-კონცერტში ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. 2 იანვარს კი ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დაიხურება.

ევროპის მოედანზე მოწყობილია საბავშო კუთხე. ასევე, საახალწლო ბაზრობა გაიმართება ბულვარშიც.

29 და 30 დეკემბერს ზღვისპირა პარკში დისნეის ზღაპრული სამყარო გაცოცხლდება, სადაც ბავშვები სანტას შეხვდებიან, რომელიც მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია იტალიელი მომღერლის, ინგრიდის კონცერტიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან