ირაკლი წულაიას განცხადება
„ბიზნესქრონიკისა“ და „ბიზნესი იმედზე“ წამყვანი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ირაკლი წულაია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ მას გადაცემები მას შემდეგ დაუხურა, რაც ირაკლი კობახიძის მისამართით სოციალურ ქსელში კრიტიკული შინაარსის განცხადება გაავრცელა. როგორც წულაია ყვება, მის განცხადებას უკმაყოფილება მოყვა „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მხრიდან. შემდეგ იყო ზარი ტელეკომპანიის დირექტორის მხრიდან, რომელმაც წამყვანს პოსტის წაშლა სთხოვა, უარის შემდეგ კი, ფინანსური კრიზისის მიზეზით, მისი ორივე გადაცემა დაიხურა, მისი გუნდის 25-მდე წევრი კი უმუშევარი დარჩა. ირაკლი წულაია აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მის გადაცემებს ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი ეკონომიკურ გადაცემებს შორის. ყოფილი წამყვანი აცხადებს, რომ ზეწოლა არ დასრულებულა და ახლა მისი ოჯახის წევრებს მოუწოდებენ სამსახურის დატოვებისკენ. წულაიამ ქვეყნის დატოვება არ გამორიცხა, რათა მის ოჯახზე ზეწოლა შემცირდეს. „იმედის“ გენერალური დირექტორი კი ბრალდებებზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, „მოამბესთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული ბიზნესგადაცემები გასულ წლის დეკემბერში დაიხურა. როგორც ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ, გადაცემები დაბალი რეიტინგის გამო აღარ გაგრძელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"იმედი"-ს უკვე ყოფილი წამყვანი ამბობს, რომ მისი გადაცემების...
MULTIMEDIA GE
"არქი ჯგუფის" დამფუძნებლის ირაკლი წულაიას პოლიტიკაში წასვლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი მაისურაძისა და მაგდა წულაიას მხიარული ოჯახი სტუმრად „...
TV IMEDI
ირაკლი წულაია თაზო დათუნაშვილს: მიგაბეს ,,ნაციონალებს" და მი...
TV Georgian Times
ირაკლი წულაია - ,,70 წლის მამაჩემი დააპატიმრა სააკაშვილმა, ბ...
Beso Mikava
"სტუდია N8" - თამთა როგავა. სტუმარი ჭულუხაძე ოთარ და წულაია...
ობიექტივი
ჯგუფი "იბერია"; ანეკდოტების შოუ-2024.04.21
rustavi2
ჯგუფი "იბერია"; ანეკდოტების შოუ-2024.04.21; Paata guliashvil...
პაატა გულიაშვილი\"-შამო და იხახანე\"