მერაბიშვილის ადვოკატის განცხადება

05.04.2019 01:07

იუსტიციის სამინისტროს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას თხოვს მსჯავრდებულის ადვოკატი. გიორგი ჩივიაშვილის თქმით, კომისიას სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა. უფლებადამცველი ამბობს, რომ დღემდე არსებული პრაქტიკით, კომისია საკითხს თვის 25 რიცხვიდან შემდგომი თვის 5 რიცხვამდე განიხილავს, მაგრამ მისთვის არ არის ცნობილი იმსეჯლა, თუ არა კომისიამ მერაბიშვილის საქმეზე. გიორგი ჩივიაშვილი კომისიის მსგავს ქცევას მერაბიშვილის პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. ვანო მერაბიშვილის ადვოკატს ვადაზე ადრე გათავსუფლების კომისიაში გამოეხმაურნენ. კომისიაში აცხადებენ, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან დოკუმენტაცია გამოთხოვის პროცესშია და ვანო მერაბიშვილის სამეს უახლოეს სხდომაზე, მიმდინარე თვის ბოლომდე განიხილავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: