როგორ მოვირგოთ ჯოხის ფორმის საყურე „Aqua"- ს კოლექციიდან

03/04/2020

კოლექცია სახელწოდებით „Aqua“ „ზარაფხანა“-სა და „Aqua by Nanuka”-ს თანამშრომლობის შედეგია. სამკაულის კონცეფციაზე და კრეატიულ ნაწილზე ახალგაზრდა მხატვარმა, ნანუკა გოგიჩაიშვილმა და „ზარაფხანა“-ს შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშავეს. ინსპირაციის წყარო წყალი და წყლის ფორმაა. კოლექციაში მინიმალისტური და სურეალისტური სტილი არის გამოყენებული. სამკაულები მარტივად აღქმადია, თუმცა ტექნიკურად რთულად შესრულებადი. კოლექციაში ძირითადად ბრილიანტი, აქვამარინი, ამეთვისტო და მარგალიტია გამოყენებული. „Aqua“-ს კოლექციის შექმნით „ზარაფხანა“ თავისი მომხმარებლის ტრენდულ მოთხოვნებს პასუხობს და ანებივრებს სამკაულის ფართო არჩევანით.

სრული კოლექცია იხილეთ ჩვენს ახალ ონლაინ მაღაზიაში
https://zx.ge/collection_aqua/

ვიდეოები „Zarapkhana - ზარაფხანა"-ისგან