კოლექცია „Aqua“ ჭავჭავაძის ფილიალში

05.10.2020 00:29

კოლექცია სახელწოდებით „Aqua“ „ზარაფხანა“-სა და „Aqua by Nanuka”-ს თანამშრომლობის შედეგია. სამკაულის კონცეფციაზე და კრეატიულ ნაწილზე ახალგაზრდა მხატვარმა, ნანუკა გოგიჩაიშვილმა და „ზარაფხანა“-ს შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშავეს. ინსპირაციის წყარო წყალი და წყლის ფორმაა. კოლექციაში მინიმალისტური და სურეალისტური სტილია გამოყენებული. კოლექციაში ძირითადად ოქრო (585), ბრილიანტი, აქვამარინი, ამეთვისტო და მარგალიტია გამოყენებული. https://zx.ge/

გაზიარება: