აფეთქება ლიკანში

24.10.2022 00:31

ლიკანში, 15-სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მომხდარი აფეთქების გამო, სასტუმროში გადაყვანილი მოქალაქეების რაოდენობა 88-მდე გაიზარდა. შემთხვევის ადგილზე დღეს ექსპერტებს ელოდებიან, რომლებმაც კორპუსის მდგომარეობის შესახებ დასკვნა უნდა დადონ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი დაგროვდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიიღო სახლის პატრონმა. 75 წლამდე ასაკის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: