ნინოობა

01.06.2020 00:28

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ტარდება. კათოლიკოს პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს. მსახურება ამ წუთებში იწყება. წმინდა ნინოს ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება - პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, წმინდანის გარდაცვალების დღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: