კორექტირებული ბიუჯეტი
ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრებოდა, თუმცა იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები. დეპუტატების კითხვების დიდი ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით მოქალაქეებისთვის გასაცემ და გაცემულ კომპენსაციებს, ასევე სამინისტროებისთვის შემცირებულ ხარჯებს ეხებოდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კორექტირებული ბიუჯეტის პროექტში ანტიკრიზისული გეგმისთვის საჭირო 3 მილიარდ 400 მილიონი ლარია მობილიზებული და მასში ყველა ის სოციალური დახმარებაა ასახული, რაც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დააანონსა. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების დაფინანსების შემცირებას. ჯამში, პროექტის მიხედვით, კაპიტალური და მიმდინარე ხარჯები 600 მილიონი ლარით მცირდება. ყველაზე მეტი დაფინანსება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებს აკლდება. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი იზრდება. კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზის გათვალისწინებით, წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4%-ით შემცირდება. კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო მოსმენები და პარლამენტში განხილვა 17 ივნისს დასრულდება. რის შემდეგაც კორექტირებული ბიუჯეტი შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნდება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტი 26 ივნისამდე დაამტკიცებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორექტირებული ბიუჯეტი
Ajara TV
კორექტირებული ბიუჯეტი ისევ დაპირისპირების თემაა
Rioni.TV
კორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტშია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორექტირებული ბიუჯეტი საკრებულოს გადაეგზავნა 11-12-2018
TV4. ge
კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა
guriatv
პარლამენტმა კორექტირებული ბიუჯეტი ვერ მიიღო
Formula News
თელავის კორექტირებული ბიუჯეტი მერიას გადაეგზავნა
ტელეკომპანია თანამგზავრი