ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრებოდა, თუმცა იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები. დეპუტატების კითხვების დიდი ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით მოქალაქეებისთვის გასაცემ და გაცემულ კომპენსაციებს, ასევე სამინისტროებისთვის შემცირებულ ხარჯებს ეხებოდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კორექტირებული ბიუჯეტის პროექტში ანტიკრიზისული გეგმისთვის საჭირო 3 მილიარდ 400 მილიონი ლარია მობილიზებული და მასში ყველა ის სოციალური დახმარებაა ასახული, რაც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დააანონსა.
რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების დაფინანსების შემცირებას. ჯამში, პროექტის მიხედვით, კაპიტალური და მიმდინარე ხარჯები 600 მილიონი ლარით მცირდება. ყველაზე მეტი დაფინანსება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებს აკლდება. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი იზრდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზის გათვალისწინებით, წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4%-ით შემცირდება. კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო მოსმენები და პარლამენტში განხილვა 17 ივნისს დასრულდება. რის შემდეგაც კორექტირებული ბიუჯეტი შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნდება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტი 26 ივნისამდე დაამტკიცებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.