ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტი
ევროპული საბჭო რუსეთისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა სამხედრო დანაყოფი და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში. როგორც ათგვერდიან დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და იწვევს მასობრივ მსხვერპლსა და აზიანებს სამოქალაქო მოსახლეობას. საბჭოს ცნობით, რუსეთი პირდაპირ ესხმის თავს სამოქალაქო მოსახლეობას და დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებსა და თავშესაფრებზე. ეს სამხედრო დანაშაულები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. დამნაშავეები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, დახუროს დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობები და გააძლიეროს სანქციები. „სანქციების გვერდის ავლისა ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა იქნება შეჩერებული“, – ნათქვამია კომუნიკეში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 7 ოქტომბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა პრაღაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება
Formula News
ისტორიული გადაწყვეტილება - მოლოცვები და მხარდამჭერი გზავნილე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მხარდამჭერი განცხადება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"საღამოს პიკის საათი" 04.05.15 ევროკავშირის რიგის სამიტის მო...
Georgian Public Radio
ევროკავშირის საგანგებო სამიტი - დღე მეორე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster