შემთხვევა სოფელ არაგვისპირთან

27.07.2020 00:27

მსხვერპლით დასრულდა ავარია არაგვისპირთან. პროკურატურამ ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ გუშინ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილით გუდაურის მიმართულებით გადაადგილდებოდა და სოფელ არაგვისპირთან ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: