პოროშენკოს სასამართლო პროცესი
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე სასამართლო სხდომა 19 იანვრამდე გადაიდო. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში, სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პროცესი გუშინ შუა დღეს დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. თავად პოროშენკო უკრაინაში პოლონეთიდან სწორედ სასამართლო სხდომის დღეს დაბრუნდა და საქმის განხილვაზე პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში საარჩევნო უბნების დახურვამდე სამი საათი რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნები უკრაინაში - ვლადიმერ ნაზარენკოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოროშენკოს გაბედული ნაბიჯი
TV IMEDI
ქრონიკა 17:00 საათზე - 17 იანვარი, 2022 წელი
TV IMEDI
პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილი პოროშენკოს მთავრობას საერთაშორისო სამართლის ნორმ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პეტრო პოროშენკოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster