"ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის"
06.11.2013
01:13
"ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის,-" ამ სახელწოდების შეხვედრა დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. პროექტის მთავარი მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებში სპეციალური კომისიების შექმნაა, რომელთა მთავარი ამოცანა ნარჩენების მართვის გეგმაზე მუშაობა იქნება. პროგრამის ფარგლებში შეხვედრები სტუდენტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც მოეწყობა. ნარჩენების მდგრადი მართვის პროექტი თელავის „დემოკრატიის სკოლის" კურსდამთავრებულებმა შეიმუშავეს, რომელიც ნიდერლანდების მრავალპარტიული უნივერსიტეტის „ნიმდის" მიერაა დაფინანსებული. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1iN04tw