„პურის ფესტივალი“ ახალციხეში

21.10.2023 01:36

ახალციხე „პურის ფესტივალს“ მასპინძლობს. ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ხორბლის ენდემურ სახეობებს და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნონ ადგილზე გამომცხვარი პური, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები. ასევე, წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტიც იმართება, ბავშვებისთვის კი დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania