იაპონიის ელჩი საქართველოს პირველ არხს სტუმრობდა
წელს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეა. თარიღთან დაკავშირებით, ელჩი იმამურა აკირა საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრა და გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთობის გაღრმავება იყო. იაპონიის ელჩის განცხადებით, 30 წლის იუბილე ორივე ქვეყნისთვის დიდი დღესასწაულია. მისი თქმით, იაპონია ამაყია საქართველოს მიღწევებით, თუ როგორ განვითარდა ის, როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპების მიმართულებით. მაუწყებლის დირექტორის თქმით, ელჩმა მას დოკუმენტური ფილმები გადასცა, რომლებიც იაპონიის კულტურულ ცხოვრებასა და ტექნოლოგიურ წინსვლებს ასახავს. ფილმები პირველი არხის ეთერში გავა. იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დამყარდა, რის შემდეგადაც ორმა ქვეყანამ ურთიერთობები პოლიტიკაში, ეკონომიკაში და კულტურაში განავითარა. 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი როგორც საქართველოში, ასევე იაპონიაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იაპონიის მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრო და ჰი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინტერვიუ იაპონიის ელჩთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე სამურაის საბრძოლო აღჭურვილობა საქართველოს ეროვნულ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველები რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზემო სარალში ახალი სკოლა გაიხსნა
Municipality of Marneuli
სოფელ ზემო სარალში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
Municipality of Marneuli
იაპონიის ელჩი გეოპოლიტიკაზე, ოკუპაციაზე, ტოჩინოშინსა და ანიმ...
ბათუმელები / Batumelebi