ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი თელავში


დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 69--ე წლისთავი აღინიშნება. შრომის კოდექსით, 9 მაისი უქმე დღეა. 1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი საბჭოთა კავშირში ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომის მონაწილეები, მათი ოჯახის წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორაგანიზაციების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ. საზოგადოებამ, თელავის გამგებელთან ერთად, 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენა და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1jpYO3M

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან