7 კურიოზული კინოეპიზოდი
უკანა პლანის ეპიზოდები ფილმებს რეალიზმს სძენენ. როცა ორი პერსონაჟი რესტორანში სადილობს, საჭიროა ოფიციანტები და დამხვედრები, რესტორნის სხვა სტუმრები, რომ რეალისტური გარემო შეიქმნას. სწორედ ამ როლების შემსრულებლები არიან ეპიზოდური მსახიობები, რომლებიც ხშირად სულაც არ გახლავან მსახიობები. ვისაც ცოტაოდენი ფულის გაკეთება ან მსახიობური გამოცდილების მიღება უნდა, სიამოვნებით თანხმდებიან ეპიზოდურ როლებზე. მაგრამ, ვინც უნდა იყოს, ყველა ადამიანია, ადამიანი კი შეცდომებისგან არაა დაზღვეული. ერთად ვნახოთ შეცდომები და კურიოზები, რომლებმაც ფილმები კინაღამ გააფუჭეს. --------------------------------------------------------------------- მეორე არხი : https://goo.gl/V76B6f ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I არხი მაივიდეოზე : myvideo.ge/billy კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6 მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV,ანონიმური ფაქტები წყარო : http://cinemania.adjara.com ------------------------------------------------------------------- ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთიდან: როცა მსახიობი ქალი ყალბ პისტოლეტს გაისვრის, რასაკვირველია, ხმაური იქნება. სასპენსის ოსტატ ალფრედ ჰიჩკოკს რაღაცნაირად გამორჩა ბიჭუნა უკანა პლანზე. იგი იარაღის გასროლამდე იფარებს ყურებზე ხელს – დააკვირდით კედლის მარჯვნივ მჯდარ ლურჯპერანგიან ბიჭს. თინეიჯერი მგელი : აქ უარესი რამ ხდება, ვიდრე უბრალოდ სცენის გაფუჭებაა. ბეკონის უმაღლესი სკოლის გუნდი კალათბურთის მატჩს იგებს, მაყურებელი სიხარულით გაგიჟებულია, ჩვენი თინეიჯერი მგელი სკოტი თავის გერლფრენდს კოცნის, მამას კი ეხვევა. ეს ყველაფერი მშვენიერი და ეიფორიულია… სანამ არ შევამჩნევთ პერსონას ზედა ტრიბუნაზე, წითელი სვიტერით. მას შარვალზე ელვაშესაკრავი აქვს გახსნილი, რომლის შეკვრასაც სასოწარკვეთილი ცდილობს. გოგონა მილიონ დოლარად : ეპიზოდური როლის ოქროს წესია, არ გამოირჩეოდე ფონიდან. რასაკვირველია, მეგის (ჰილარი სვონკის) გულშემატკივრები აგზნებულები არიან და კრივის მორიგ რაუნდში მთელი გულით გულშემატკივრობენ, მაგრამ ერთ-ერთი, შავი ყმაწვილი ისეთი მონდომებულია, შეუძლებელია ვერ შეამჩნიო. მოწყალების კვანტი : ეს საკმაოდ ცნობილი კურიოზია. ჯეიმს ბონდის ამ ფილმში მეტად საინტერესო დამლაგებელს ვხედავთ – ის იატაკის ნაცვლად ჰაერს გვის! მაგარი ბიჭები : ჰენრის (რეი ლიოტა) და ჯიმის (რობერტ დე ნირო) სადილის სცენაში უკანა პლანზე მოსადილე მამაკაცი ძალიან ცდილობს, ბუნებრივად მიირთვას და თვალშისაცემი არ იყოს, მაგრამ მეტისმეტი მოსდის და ერთ მომენტში, კამერისკენაც კი აპარებს თვალს. იყო ჯონ მალკოვიჩი : აქ ისეთი რამ ხდება, მაყურებლების უმეტესობა ვერც კი აცნობიერებს. მოგეხსენებათ, ფილმის გადაღება რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამ სცენაში კი ჯონ მალკოვიჩს სრულიად შემთხვევით ესვრიან მანქანიდან თუნუქის ქილას, რომელიც მსახიობს პირდაპირ თავში ხვდება, ის კი ამბობს: “ჰეი, მალკოვიჩ, სწრაფად იფიქრე”. რეჟისორ სპაიკ ჯონზს მოეწონა ეს სპონტანური შემთხვევა და სცენა ფილმში დატოვა. ყბები : ხალხი წყალში შერბის, რომ არც მეტი არც ნაკლები, პატარა ბიჭი ზვიგენის შეტევისგან იხსნას. ამ დროს კი პლაჟის ერთ-ერთი სტუმარი სრულიად შეუშფოთებელი, მეტიც, ბედნიერი სახით ადევნებს თვალს ამ ინციდენტს. მას აშკარად ვერ გაუთავისებია საკუთარი ეპიზოდური როლი ამ ფილმში.
bii hehe-ის სხვა ვიდეოები
10 მოულოდნელი რამ,რაც თქვენს ტვინს ზიანს აყენებს
5 საუკეთესო ფილმი სოციალური ქსელების შესახებ
02:40
6 ყველაზე ცნობილი ფოკუსის ახსნა
02:45
7 რამ,რაზეც გვსმენია თუმცა არასდროს გვინახავს
05:04
11 მისტიური მოვლენა,რომელიც ჩვენი ძილის დროს ხდება
03:08
როგორი იქნება ადამიანი 1000 წლის შემდეგ
02:09
9 მტკიცებულება,რომ ჩვენი ორგანიზმი უფრო ძლიერია ვი...
04:02
5 უძველესი არტეფაქტი საქართველოდან, რომელმაც მსოფლ...
მსგავსი ვიდეოები
7 კურიოზული კინოეპიზოდი
იცოდით, რომ
კურიოზული მომენტები თამრიკო ჭოხონელიძის ბავშვობიდან
TV IMEDI
ჟურნალისტები კადრს მიღმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კურიერის კურიოზები 2010 [3/3]
Giorgi Tsereteli
პატარჭალა კურიოზი
Datucha ha Dzneladze
კურიოზი სამეგრელოში როცა მეზობელს კარტოფილით სავსე ტაფას მოპ...
MMS
2015 წლის კურიოზები | შუადღე GDS
შუადღე GDS / shuadge GDS
ჯონ უერდემანი კადრს მიღმა
შუადღე GDS / shuadge GDS