პუტინმა ჯარისკაცთა რაოდენობის გაზრდა მოითხოვა

25.08.2022 00:41

უკრაინაში რუსეთის ომის 6 თვის თავზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ბრძანება გასცა და მოითხოვა ჯარისკაცთა რაოდენობა 137 000-ით გაიზარდოს. პუტინის ბრძანებაში არ არის დაკონკრეტებული რის ხარჯზე უნდა მოხდეს ჯარისკაცთა რაოდენობის ზრდა. შესაძლოა ეს მოხდეს წვევამდელების ან მოხალისეების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ძალაში 1 იანვრიდან შედის. კრემლი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ უკრაინაში არცერთი წვევამდელი არ ყოფილა გაგზავნილი. #ამერიკისხმა

გაზიარება: