საქართველოს კულტურული მემვკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი თანამდებობას ტოვებს.
კულტურის მინისტრის განცხადებით, მან მინისტრის პირველ მოადგილესთან მარინე მიზანდართან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრა დღეს დილით გამართა, სადაც ხაზი გაესვა ბევრი საკითხს, რაზეც მინისტრსა და სააგენტოს ხელმძღვანელს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის ვინაობა მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. ახალი ხელმძღვანელის გამოსავლენად შიდა კონკურსი მოეწყობა.
,,ამ სამუშაოების ნაწილი წარმატებული იყო. ნაწილთან დაკავშირებით კი მე, ჩემს კოლეგებსა და მთელ სამინისტროს შენიშვნები გვაქვს. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ზოგ შენიშვნას ნაწილობრივ იზიარებს, ზოგს კი საერთოდ არა. დავასკვენით, რომ ჩვენი სამომავლო ხედვა ერთმანეთისაგან განსხვავდება. ამიტომ სჯობს, რომ ამ ეტაპზე ერთმანეთს დავშორდეთ.\"-აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.მისი თქმით, სააგენტოს უკვე ყოფილ ხელმძღვანელთან არსებულ პრეტენზიებს შორის ერთ-ერთი ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას უკავშირდება. უპირველესი შენიშვნა კი ის არის, რომ ბოლო წლებში ტაძრების რესტავრაციისას სიჩქარე იყო გამოჩენილი. ,,უპირველესი, რაც ბოლო წლებში მოხდა, ეს არის სიჩქარე, რიგ შემთხვევებში ზე- სიჩქარე ტაძრების რესტავრაციისას. მას აჩქარებდნენ, მაგრამ იგი თავის დარგში პასუხისმგებელი იყო. ამ სიჩქარეში ზოგი რამ გაფუჭდა\"-აღნიშნა გურამ ოდიშარიამ და დასძინა, რომ ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან არსებულ პრეტენზიებზე სამინისტრო უფრო დეტალურად მომდევნო კვირაში ისაუბრებს.გურამ ოდიშარიას ინფორმაციით, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი განცხადების დაწერას არ აპირებს.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045