ოლაფ შოლცი ჩინეთში ვიზიტს გეგმავს


გერმანიის კანცლერი ჩინეთში ვიზიტით ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ოლაფ შოლცი ჩინეთში ბიზნესის ლიდერების დელეგაციასთან ერთად ჩავა. შოლცის ოფისის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ვიზიტი ნოემბრის დასაწყისში შედგება.

ჯერჯერობით უცნობია, გაემგზავრება თუ არა გერმანიის კანცლერთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. ოლაფ შოლცის ვიზიტი ჩინეთში დაგეგმილია იმის ფონზე, რომ ბერლინი პეკინთან სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავს, ხოლო შოლცის კოალიცია მართავს დისკუსიას, დაუშვას თუ არა ჩინური კომპანიის Cosco-ს ინვესტიცია გერმანიის უმსხვილეს პორტში - ჰამბურგში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან