ჩეხეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაამტკიცა
ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი საავადმყოფოდან გამოწერეს და მან ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა. ზემანმა შაბათს დატოვა სამხედრო ჰოსპიტალი და საკუთარ რეზიდენციაში გადავიდა. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პეტრ ფიალას ჩეხეთის მთავრობის მეთაურად დანიშვნის ცერემონიალი ცოტა ხნის წინ გაიმართა, თანაც უჩვეულო ფორმით. მიზეზი ის იყო, რომ ჩეხეთის პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა კორონავირუსი, რის გამოც, ინაუგურაციის დროს ჩეხეთის პრეზიდენტი მინის ყუთში იმყოფებოდა, რომ ვირუსი არ გაევრცელებინა. ზემანი 11 ნოემბერს დათანხმდა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის გადადგომას. ბაბიშის პარტიამ ოქტომბერში გამართულ არჩევნებში მარცხი განიცადა. თუმცა, მას შემდეგ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა პრეზიდენტის ავადმყოფობის გამო რამდენჯერმე გადაიდო. კორონავირუსის დადასტურებამდე, მილოშ ზემანმა სამ კვირაზე მეტი გაატარა საავადმყოფოში ქრონიკული დაავადების გამწვავების გამო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ბელარუსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინისტრები სტუმრად ყვარელში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - ომის 128-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვ...
Irakli Garibashvili
შეხვედრა ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთა...
Irakli Garibashvili
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ზალკალიანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
30 წელი ბერლინის კედლის დაცემიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster