საქართველოს „ახალი არგონავტების" ექსპედიციის წევრები ესტუმრნენ
04.07.2014
01:34
საქართველოს „ახალი არგონავტების" ექსპედიციის წევრები კიდევ ერთხელ ესტუმრნენ. მოგზაურები გამოჩენილი ინგლისელი მოგზაურის, ტიმ სევერინისა და „ახალი არგონავტების" საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. მათ 1984 წელს იაზონის მარშრუტი გაიარეს. სტუმრებმა პატარძეულის ღვინის ქარხანა, სიღნაღი და ველისციხის ვერანდა დაათვალიერეს. ღონისძიების მიზანი დღევანდელი საქართველოს, მისი მიღწევების, კულტურის, მეცნიერული და ტურისტული პოტენციალის საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობაა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1sct4kx