იენს სტოლტენბერგის განცხადება


საქართველო ნატო-ს გენერალური მდივნისგან მხარდამჭერ გზავნილს იღებს. საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გზით სურთ სვლა.

გამოსვლაში სტოლტენბერგი საქართველოსთან ერთად, უკრაინის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ნატო-ს როლია, მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებს. სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია, რადგან ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. მისივე განცხადებით, სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს სტანდარტს დააკმაყოფილებენ, შეუერთდებიან ალიანსს. რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან