ვითარება თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში
თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში კვლავ სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ტელეგრამარხებით ავრცელებს. სროლის ხმა ისმოდა დასახლება კოლბასნასთან, სადაც სამხედრო საწყობებია განლაგებული. მედიის ცნობით, სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. დასახლება კოლბასნა რიბნიცკის რაიონში, უკრაინის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე 25 და 26 აპრილს აფეთქებებისა და სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა. მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის შიგნით მოქმედი ძალები სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. მომხდარის გამო მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, დაიკავოს დნესტრისპირეთი, თუ მოლდოვიდან შესაბამისი მიმართვა იქნება. არსეტოვიჩი დნესტრისპირეთში ვითარების გამწვავებას რუსეთის პროვოკაციად მიიჩნევს და ამბობს, რომ მოლდოვა შეიძლება, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება პარლამენტში - იაგო ხვიჩიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ზაზა გახელაძის ოჯახში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება პარლამენტში - #მოამბე სპეციალური გამოშვება #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება შეერთებულ შტატებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster