თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

23.02.2023 03:18

თურქეთის დედაქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის წევრების ვიზიტი დაიწყო. ანკარის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, ასევე ქართული დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ჩავლენ მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ რეგიონში, ჰათაის პროვინციაში, შეხვდებიან ქართველ მაშველებს, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: