ჰანს კლუგეს ვიზიტი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე საქართველოში კლინიკური სექტორის მუშაობას ეცნობა. დღეს ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ესტუმრა, სადაც ინფიცირებული პაციენტები არიან მოთავსებულები. კლუგე პაციენტების მკურნალობის საკითხებით დაინტერესდა. კლინიკის გენერალური დირექტორის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ყველა იმ გამოწვევით დაინტერესდა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და დახმარებისთვის მზაობა გამოთქვა. დღესვე დავით გადელიამ მედიასთან ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შედეგს საფრთხე შეექმნება, თუკი რეგულაციები შემსუბუქდება. მაშინ, როდესაც ბოჭორიშვილის კლინიკაში ჰანს კლუგესა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი სრულდებოდა, სამედიცინო დაწესებულებასთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. ისინი პროტესტს გამოხატავდნენ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიმართ, მათ შორის მოითხოვდნენ მის გადადგომას და მინისტრის ავტომობილის გადაადგილებას ხელს უშლიდნენ. აქტივისტების თქმით, ტიკარაძე არაპროფესიონალია და პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემას სათანადოდ ვერ მართავს, რის გამოც, სულ უფრო მეტი ინფიცირებული პაციენტი იღუპება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჰანს კლუგეს ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბ-ნ ჰანს კლუგეს ვიზიტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრ...
NCDC Georgia
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გვირაბის ბოლოს სინათლე შეინიშნება - ჯანმო-ს ევროპის რეგიონუ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰანს კლუგეს განცხადებით ვაქცინის პირველი და მეორე დოზა ყველა...
Euronews Georgia
ჯანდაცვის მსოფლიო ორგაზნიაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster