თელავის კოლეჯში ,,კომაროვის შაბათის სკოლა“ დაიწყებს ფუნქციონირებას
თელავის სახელმწიფო კოლეჯში - „პრესტიჟი“- 27 სექტემბრიდან „კომაროვის შაბათის სკოლა“ დაიწყებს ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით, სასწავლებელში ინფორმაციული შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც თბილისის „კომაროვის სკოლის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ სკოლაში სწავლის მსურველ მოსწავლეებს სწავლების მიმართულების პრინციპები გააცნეს. „კომაროვის სკოლის“ წარმომადგენლების განცხადებით, „შაბათის სკოლამ“ წლების განმავლობაში ბევრი ცვლილება განიცადა და საბოლოოდ მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მიმართულების სკოლად ჩამოყალიბდა, რომელიც მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. გაკვეთილები კვირაში ერთხელ ჩატარდება და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. „შაბათის სკოლის“ მთავარი მიზანია, მოსწავლეს თავიდანვე ჩამოუყალიბდეს ლოგიკური აზროვნების უნარი და განუვითარდეს ინტერესი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1tWsuu9
მსგავსი ვიდეოები
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში - დასკვნითი კონცერტი
culturegovge culturegovge
საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ შოუ ,,ამომრჩევლის ხმა’’ (გადაცე...
Lago TV
კოლეჯი,, პრესტიჟი'' ადგილობრივ ჰაბად გარდაიქმნება
ტელეკომპანია თანამგზავრი
კოლეჯი,, პრესტიჟი'' რეგიონულ ჰაბად გარდაიქმნება
ტელეკომპანია თანამგზავრი
პრემიერ-მინისტრმა თელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ დაათვ...
Irakli Garibashvili
არა ძალადობას! (სსიპ ქ.თელავის N2 საჯარო სკოლა)
თელავის N2 საჯარო სკოლა
თელავის რეაბილიტაცია
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ზურაბ ლალიაშვილი თავისუფალია
ტელეკომპანია თანამგზავრი