თელავის კოლეჯში ,,კომაროვის შაბათის სკოლა“ დაიწყებს ფუნქციონირებას
09/22/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
თელავის სახელმწიფო კოლეჯში - „პრესტიჟი“- 27 სექტემბრიდან „კომაროვის შაბათის სკოლა“ დაიწყებს ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით, სასწავლებელში ინფორმაციული შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც თბილისის „კომაროვის სკოლის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ სკოლაში სწავლის მსურველ მოსწავლეებს სწავლების მიმართულების პრინციპები გააცნეს.
„კომაროვის სკოლის“ წარმომადგენლების განცხადებით, „შაბათის სკოლამ“ წლების განმავლობაში ბევრი ცვლილება განიცადა და საბოლოოდ მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მიმართულების სკოლად ჩამოყალიბდა, რომელიც მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.
გაკვეთილები კვირაში ერთხელ ჩატარდება და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. „შაბათის სკოლის“ მთავარი მიზანია, მოსწავლეს თავიდანვე ჩამოუყალიბდეს ლოგიკური აზროვნების უნარი და განუვითარდეს ინტერესი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1tWsuu9