დომინაციის და ადგილობრივი კულტურის წაშლის ნიშნები ქვემო ქართლში


ვიდეოში მკვლევარები, ადგილობრივი აქტივისტები საუბრობენ ქვემო ქართლის რეგიონში კულტურული დომინაციისა და ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების კულტურის წაშლის ნიშნებზე.

მოქალაქეობის შესახებ გაბატონებული არაინკლუზიური გაგება, რომელიც მოქალაქეობას დომინანტური რელიგიური და ეთნიკური მარკერებით განსაზღვრავს და ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს სტუმრის, ან უცხოს სტატუსით მონიშნავს, ცხადია გამრიყავ გარემოს ქმნის.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეკლესიის ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენები და ადგილობრივი ხელისუფლების ღია ლოიალობა მის მიმართ, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს უთანასწორო სოციალურ გარემოს უქმნის და გაუცხოების მიზეზი ხდება. დომინაციის არსებული პრაქტიკა სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილების საჭიროებას. ადგილობრივი აქტივისტები თვითორგანიზების გზით ცდილობენ ამ დღის წესრიგის ცვლილებას.

http://emc.org.ge/

ვიდეოები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი"-ისგან