დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი


საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი საბოლოო ცვლილებების თაობაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც მერიას ბიუჯეტში კორექტირების შესატანად რეკომენდაციებს გადაუგზავნიან. დედაქალაქის მერიას კი 10 დეკემბრამდე ვადა აქვს, საკრებულოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად და პროექტის უკან გადმოსაგზავნად.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მომავალი წლის ბიუჯეტი არის უპრეცედენტო რაოდენობის და 1 მლრდ 20 მლნ ლარს შეადგენს. საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. ამის მიზეზად კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის დაკავებას ასახელებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან