უკრაინის მხარდამჭერი აქცია


რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებმა უკრაინაში კრემლის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ თბილისში, რუსეთის საელჩოს ძველ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გმობენ და სოლიდარობას უცხადებენ ქართველ და უკრაინელ ხალხს. აქციაზე უკრაინის დროშა გაშალეს, რის შემდეგაც უკრაინის საელჩოსთან გადაინაცვლეს. აქციას მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტებიც შეუერთდნენ. მათ დაგმეს უკრაინაში მიმდინარე ომი და პუტინის რეჟიმი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან